|
2018-04-11 18:39:52, 1608 ნახვა
საზოგადოება
კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ“ ბორჯომის ტყის აღსადგენად საქველმოქმედო გამოფენა გამართა
კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიამ და „ჩვენმა სკოლამ" ტრადიციული სააღდგომო საქველმოქმედო ბაზრობა გამართა. გამოფენაზე გასაყიდად წარმოდგენილი იყო მოსწავლეების მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები, რომლებიც მოწვეულმა სტუმრებმა სიმბოლურ ფასად შეიძინეს. საქველმოქმედო ბაზრობის მიზანს ბორჯომის ტყე-პარკის გადარჩენა და გადამწვარი ტერიტორიების აღდგენა წარმოადგენდა. შემოსული თანხით, მოსწავლეები კომპანია „თრიფექსის" გუნდის დახმარებით შეიძენენ წიწვოვანი ხეების ნერგებს, რომლებიც ბორჯომის ტყეში მათ სახელზე დაირგვება. „ჩვენი ინიციატივით ყოველ წელს იმართება საქველმოქმედო ბაზრობა, რომელიც სხვადასხვა მიზანს ემსახურება. წელს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა დიდი მონდომებით დაამზადეს ნივთები, იმისათვის რომ ბორჯომის ტყის დამწვარი ტერიტორიის აღდგენაში შეიტანონ წვილი. ვფიქრობ, ბავშვების მონაწილეობა ასეთ ღონისძიებებში ძალიან მნიშვნელოვანია", - განაცხადა კონსერვატორიის რექტორის მოადგილემ და „ჩვენი სკოლის" დამფუძნებელმა მანანა დოიჯაშვილმა. ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვასთან ერთად „ჩვენი სკოლის" ეზოში კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიისა და ჩვენი სკოლის" მოსწავლეების კონცერტიც გაიმართა.
(R)
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)