|
2018-04-11 14:16:59, 1654 ნახვა
საზოგადოება
კვლევის თანახმად, ყველაზე მეტად ქართველებს ქვეყანაში გერმანელი და ამერიკელი ტურისტების შემოსვლა სურთ
საზოგადოებრივი კვლევის კომპანიის IPM-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად ქართველებს ქვეყანაში გერმანელი და ამერიკელი ტურისტების შემოსვლა სურთ. შესაბამისი ინფორმაცია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა. "საქართველოში 2017 წელს ყველაზე მეტი ტურისტი მეზობელი ქვეყნებიდან შემოვიდა. ვიზიტორთა შორის ლიდერობენ სომხები, ასევე, აზერბაიჯანელები და თურქები. კვლევის მიხედვით კი, ამ ქვეყნებიდან საქართველოში ტურისტების შემოსვლას შესაბამისად - 16%, 20% და 16% მომხრე ჰყავს. ქართველებისთვის, მეზობელ ქვეყნებს შორის, ყველაზე სასურველი რუსი ტურისტების მიღება აღმოჩნდა (32%). ქართველ რესპონდენტებს ყველაზე მეტად გერმანელი (47%), ამერიკელი (47%) და ფრანგი (44%) ტურისტების მასპინძლობა სურს. გამოკითხულთა მხოლოდ 2% აღნიშნავს, რომ ტურისტების შემოსვლას არც ერთი ქვეყნიდან არ ისურვებდა", - ნათქვამია, ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კვლევაში. რესპონდენტებს შეეძლოთ ერთზე მეტი პასუხის დაფიქსირება. რის გამოც, პასუხების ჯამი 100%-ზე მეტია.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)