|
2018-04-11 13:39:57, 720 ნახვა
რეგიონი
სოფელ ფურტიოში ახალი საჯარო სკოლა გაიხსნა
შუახევის მუნიციპალიტეტში დღეს კიდევ ერთი ახალი სკოლა გაიხსნა. გახსნის ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე, რეგიონის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, ზემო აჭარის მაჟორიტარი დეპუტატები საქართველოს პარლამენტსა და აჭარის უმაღლეს საბჭოში – ანზორ ბოლქვაძე და ხვიჩა შარაშიძე, აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ. ფურტიოში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლის მშენებლობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. სკოლაში კეთილმოეწყო საკლასო ოთახები, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების კაბინეტი. აშენდა სპორტული დარბაზი. სრულად კეთილმოეწყო სკოლის ეზო და დაიგო ბეტონის მონოლითური საფარი, მოეწყო ლითონის კვადრატული ღობე. სკოლა აღიჭურვა ახალი სასკოლო ინვენტარით. შენობა ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ზურაბ პატარაძემ ფურტიოელებს ახალი თანამედროვე სტანდარტების სკოლის გახსნა მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, მუდმივად ზრუნავს მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობაზე. "რისთვისაც ყოველწლიურად ბიუჯეტიდან სოლიდური თანხა იხარჯება. პედაგოგებისთვის უკეთესი პირობების შექმნა მთის კანონით გათვალისწინებული შეღავათებითა და სახელფასო დანამატებით გამოიხატება. ქვეყნის წარმატებისთვის მთავარია განათლებული თაობა, რომელსაც არ შეეშინდება სიახლეების, რეფორმების და პროგრესის. ახალმა თაობამ უნდა უზრუნველყოს ქვეყნის მომავალი განვითარება. მე ვარ ამაყი, რომ აჭარის მაღალმთიანი სოფლებიდან ჩვენი ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში ყოველწლიურად მაღალი ქულებით ირიცხებიან. მჯერა, ფურტიოს საჯარო სკოლის მოსწავლეები იქნებიან ამ მხრივ გამორჩეულები არა მარტო რეგიონის, არამედ ქვეყნის მასშტაბით",-განაცხადა ზურაბ პატარაძემ. სოფელ ფურტიოს საჯარო სკოლაში ამჟამად 129 მოსწავლე სწავლობს და დასაქმებულია 33 პედაგოგი. ახალი სკოლა გათვლილია 250 მოსწავლეზე. 2016 წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით სკოლას მიენიჭა დამსახურებული პედაგოგის ლევან ბერიძის სახელი. შუახევის მუნიციპალიტეტში ამჟამად მაწყვალთისა და ჟანივრის სკოლების მშენებლობა მიმდინარეობს. 2018 წელს აჭარაში 24 საჯარო სკოლის მშენებლობა რეკონსტრუქცია განხორციელდება.
(NS)
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)