|
2018-04-11 12:20:27, 1272 ნახვა
საზოგადოება
Freedom house - საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად რჩება
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში, გარდა ბალტიის ქვეყნებისა, ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულ ქვეყანად რჩება, - ამის შესახებ Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული. დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს აქვს ძლიერი ანტიკორუფციული კანონმდებლობა, თუმცა როგორც წინა წლებში, კანონის აღსრულება 2017 წელსაც ხშირად პრობლემური იყო უმეტესად სასამართლოს, ასევე პროკურორის ოფისის და კანონის აღსრულების სააგენტოებში. ამის მიზეზი კი, ორგანიზაციის ცნობით, დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის ნაკლებობაა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ანტიკორუფციული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოების ნდობა ოდნავ შემცირდა. აქ წერია რომ „ქართული ოცნებას“ კორუფციის სხვადასხვა ფორმებში და ნეპოტიზმშიც ადანაშაულებენ. „თუმცა, ნეპოტიზმის ინდივიდუალური შემთხვევები საქართველოს საერთო იმიჯს საფრთხეს არ უქმნის“, - ნათქვამია ანგარიშში. გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, 2017 წელს, სახელმწიფო ორგანოებზე ივანიშვილის გავლენის შესახებ, რამდენიმე სადავო შემთხვევამ ეჭვები გააჩინა. მაგალითისთვის კი ნახსენებია, „პანორამა თბილისის“ შეთანხმება, სადაც თბილისის მერიამ ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიას 19000 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი, სიმბოლურად 1 ლარად გადასცა. შეგახსენებთ, საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)