|
2018-04-11 11:55:57, 1709 ნახვა
საზოგადოება
Freedom house - მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა
მედიის თავისუფლების ინდექსში საქართველოს პოზიცია მცირედით გაუარესდა, - ამის შესახებ საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშშია აღნიშნული. ორგანიზაციის ანგარიშის თანახმად, მედიის თავისუფლების კუთხით საქართველომ 4.25 ქულა მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ 2014-2017 წლებში - საქართველოს ქულა 4.00 იყო. "პოზიციის გაუარესება უკავშირდება საზოგადოებრივი მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებს, კერძოდ კი, რედაქციის პოლიტიზირებას, ასევე დამოუკიდებელ (კრიტიკულ) ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ზე ზეწოლას, ასევე, პრო-სახელისუფლებო ტელეკომპანიების მფლობელებს შორის კონდოლიდაციას", - ნათქვამია ანგარიშშია. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის პოსტზე ვასილ მაღლაფერიძის დანიშნვას უკავშირდება, არხზე პოლიტიკური გადაცემების დახურვა. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ვასილ მაღლაფერიძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ არხზე მუშაობდა. ამასთან, Freedom House-ში ამბობენ, რომ საერთო ჯამში საქართველოში პლურალისტური მედია გარემოა.
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)