17:03 - 04 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-11 11:20:27, 2346 ნახვა

საზოგადოება
Freedom House – დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში საქართველოს პოზიცია გაუარესდა

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა მსოფლიოში თავისუფლების შესახებ მორიგი ანგარიში გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, საქართველო კვლავ ნაწილობრივ თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ საქართველოს დემოკრატიული პროგრესის რეიტინგში 4,68 ქულა აქვს. წინა ანგარიშში საქართველოს 4.61 ქულა ჰქონდა, შესაბამისად, რეიტინგი 0,07-ით გაუარესდა.

ადამიანის თავისუფლების, პოლიტიკური უფლებების და სამოქალაქო თავისუფლებების მხრივ, საქართველოს შვიდიდან 3.75  ქულა აქვს მინიჭებული.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოს დემოკრატიის განვითარების ტრაექტორია მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, თუმცა, „სასამართლო დამოუკიდებლობა დაკავშირებულია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების ინტერესებთან".

გარდა ამისა, დოკუმენტის მიხედვით, წელს საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის მდგომარეობაც გაუარესდა.


 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გვარამია - ვინც მაშინ ან ოდესმე ბიძინას ხმა მისცა, ვერაფერს უკეთესს ვერ გააკეთებს, ვიდრე ბიძინას ამ ქვეყნიდან გაშვებაში აგურის დადებაა
კალაძე მსჯავრდებულ დავითაძეზე - არანაირ გადაცდომას ადგილი არ ჰქონია
პარიზში სიცხის გამო გადადებულმა ლგბტ მსვლელობამ ათასობით ადამიანი შეკრიბა
უკრაინამ ადიღის სამხედრო აეროდრომს შეუტია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics