|
2018-04-11 09:53:10, 1368 ნახვა
საზოგადოება
„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომა მიულოცა
„ვისოლმა“ „სოლიდარობის ფონდთან“ ერთად ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და საჩუქრები გადასცა. „სოლიდარობის ფონდის“ ინიციატივას პალიტრა L”-იც შეუერთდა და მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს ონკო-ჰემატოლოგიურ განყოფილების ბიბლიოთეკას წიგნები გადასცა. მკურნალობის ქვეშ მყოფ 30-მდე ბავშვებისათვის ეკოლოგიურად სუფთა ხის სათამაშოები დაამზადა სოციალურმა საწარმომ „კოდალა“. სააღდგომო ტკბილეული ბავშვებს „სმარტის“ ციყვმა გადასცა და ერთობლივი საჩუქრებით ბავშვებისთვის სადღესასწაულო განწყობა შექმნა. სოლიდარობის ფონდი 2014 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შეიქმნა. ფონდმა დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22-წლამდე 500-ზე მეტი ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე – საზღვარგარეთ. სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)