|
2018-04-10 11:30:50, 1522 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის სპეციალისტებმა სამხრეთ კავკასიის რეგიონულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.კონფერენციის მთავარი თემა სურსათის კვლევის საკითხები იყო და მას მოწვეული სტატუსით, ქართველ სპეციალისტებთან ერთად, აზერბაიჯანელი და სომეხიკოლეგებიც ესწრებოდნენ. კონფერენციის მიზანი, სამხრეთ კავკასიის რეგიონში დარგის სპეციალობების მიხედვით საკუთარი გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარება და შემდგომ საკუთარ ქვეყნებში მომხმარებლებისათვის გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება იყო. კონფერენციაზე წარმოადგენილი იყო სამხრეთ კავკასიიდან მოწვეული ლაბორატორიისა და აკადემიური პერსონალის ზეპირი და პოსტერული პრეზენტაციები. პირველად, მსგავსი მასშტაბის კონფერენციაზე წარმოდგენილი იყოსსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის სურსათის კვლევის დეპარტამენტის სპეციალისტების პოსტერიც. კონფერენცია ჩატარდა გერმანიის ეროვნული მეტროლოგიის ინსტიტუტის, PTB - ის მიერ, სამხრეთ კავკასიის ტექნიკური დახმარების პროექტის ფარგლებში, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) დაფინანსებით.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)