|
2018-04-10 11:07:59, 1609 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოვლინდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, გემის მიერ საქართველოს ტერიტორიული წყლების დაბინძურების 2 ფაქტი გამოავლინეს. სამინისტროს ინფორმაციით, პანამისა და სიერა ლეონეს დროშის ქვეშ მცურავმა გემებმა, ფოთის ნავსადგურის ნავმისადგომთან, სამეურნეო-ფეკალური წყლებით ზღვა დააბინძურეს. ორივე გემის კაპიტანს, ფოთის საქალაქო სასამართლომ, 65 000 ლარის ოდენობით საჯარიმო სანქციები დააკისრა, რასაც დაემატა გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხა, ჯამში - 2835 ლარის ოდენობით. გემები საქართველოს ტერიტორიულ წყლებს დაკისრებული საჯარიმო სანქციებისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ დატოვებენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)