|
2018-04-10 10:49:26, 1381 ნახვა
საზოგადოება
მერმა ლევან კობიაშვილს ბელიაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებისა და აფრიკელი სტუდენტების მონაწილეობით, ამხანაგური მატჩის გამართვა სთხოვა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტი შეაფასა და ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს იმავე მოედანზე ამხანაგური მატჩის გამართვა სთხოვა. მისი თქმით, თბილისი ყოველთვის ტოლერანტულ ქალაქად ითვლებოდა და მომხდარი ფაქტი ძალიან ცუდი სანახავი იყო. „რაც მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, გამოძიება დაადგენს, მაგრამ ძალიან ცუდი სანახავი იყო ეს ყველაფერი. ჩვენ, ქართველებს არ გვჩვევია ასეთი დამოკიდებულება და მიდგომები. მინდა ვთხოვო ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, თუ არის ამის შესაძლებლობა, კვირის ბოლოს გააკეთოს ამხანაგური თამაში იმავე მოედანზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს ადგილობრივი მოსახლეობა და სასწავლებლად ჩამოსული აფრიკელი სტუდენტები, რომლებიც იმ დღეს თამაშობდნენ. ძალიან კარგი იქნება, ის ცუდი, რაც მოხდა, დავიწყებას მივცეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა დედაქალაქის მთავრობის წევრებსაც შესთავაზა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)