16:07 - 04 Oct, 2026
|
2018-04-09 11:19:53, 1712 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო
თბილისის მერმა კახა კალაძემ,პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად,9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკო. „1989 წლის 9 აპრილი იყო უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს მოვიხსენიებთ იმ ადამიანებს, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას. მათი თავდადება არის ნათელი მაგალითი, თუ როგორ უნდა გიყვარდეს შენი სამშობლო“, - განაცხადა კახა კალაძემ. 9 აპრილის მოვლენებიდან 29 წელი გავიდა. საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიის საგანგებო დანიშნულების ჯარისკაცებმა სასტიკად დაარბიეს, რასაც 21 მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)