|
2018-04-08 12:56:23, 1609 ნახვა
საზოგადოება
გიორგი კვირიკაშვილი: მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღის იმედი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. „მინდა, ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. მინდა, მთელ საქართველოს ვუსურვო უკეთესი ხვალინდელი დღე, ხვალინდელი დღის იმედი. როგორც ჩვენმა პატრიარქმა ბრძანა და საშობაო ეპისტოლეშიც იყო ვრცლად ნასაუბრები ამაზე - გამოწვევები და პრობლემები ძალიან ბევრი გვაქვს, მაგრამ ერთადერთი ხსნა არის ერთობაში, მათ შორის, ეკლესიის, ერის და ხელისუფლების ერთობაში. სწორედ, ამ ერთობამ და სარწმუნოებამ მოგვიტანა ჩვენ დღევანდელი საქართველო და სხვა გადარჩენა არ არსებობს. მთელ საქართველოს მინდა, ვუსურვო პირველ რიგში, ხვალინდელი დღის იმედი, ერთობა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ერთობით ჩვენ შევძლებთ იმას, რომ საქართველოს დავუბრუნოთ ის დიდება, რომელიც მას ეკუთვნის. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ საკუთარი თავიდან და მეც ჩემს თავს ვეუბნები ამას პირველ რიგში,"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა სააღდგომო ლიტურგიის დასრულების შემდეგ მედიასთან გაკეთებულ კომენტარში. სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და დედაქალაქის მერი კახა კალაძე ესწრებოდნენ.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)