15:21 - 04 Oct, 2026
|
2018-04-07 17:50:04, 1665 ნახვა
საზოგადოება
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:55 საათზე ჩამოიტანენ
იერუსალიმიდან წმინდა ცეცხლს საქართველოში 23:55 საათზე ჩამოიტანენ. წმინდა ცეცხლს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სასულიერო პირები და მრევლი დახვდება. წმინდა ცეცხლს აეროპორტიდან ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სააღდგომო ლიტურგიას აღავლენს. წმინდა ცეცხლს, ასევე, საქართველოში მოქმედ ყველა ტაძარში მიიტანენ. მაცხოვრის საფლავზე მადლმოსილი ცეცხლის გარდამოსვლას უამრავი ჩვენი თანამემამულე ესწრებოდა. უკვე 20 წელზე მეტია ყოველ აღდგომის დღესასწაულზე წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში ჩვენი ქვეყნიდან სპეციალური დელეგაცია ჩადის, რომელშიც არიან საერო და სასულიერო პირები. მორწმუნეებს საშუალება ეძლევათ წმინდა ცეცხლი სახლებში მიაბრძანონ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)