|
2018-04-07 13:15:30, 2420 ნახვა
საზოგადოება
მართლმადიდებლები მაცხოვრის საფლავიდან წმინდა ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან (LIVE)
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე, მართლმადიდებელი სამყარო ცეცხლის გადმოსვლას ელოდება. იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი ტაძარში უფლის საფლავზე შევა და საფლავი ტრადიციულად ცვილის ბეჭდით დაილუქება. კუვუკლიაში შესვლამდე პატრიარქს გაჩხრეკენ, რადგან არაფერი შეიტანოს ისეთი რითაც სანთლის ანთება შესაძლებელი იქნება. მაცხოვრის საფლავზე ზეციური ცეცხლის გადმოსვლისთვის იერუსალიმის მართლმადიდებელი პატრიარქი საგანგებო ლოცვებს შეასრულებს. წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის აღდგომის ტაძარში მომლოცველები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავლენ, მათ შორის არიან მომლოცველები საქართველოდან. წმინდა ცეცხლს მომლოცველები საქართველოში შაბათს, გვიან ღამით ჩამოაბრძანებენ. იგი აღდგომის ლიტურგიის დროს ყველა ტაძარში გავრცელდება და მორწმუნეებს მისი სახლში წაღების საშუალება ექნებათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)