15:21 - 04 Oct, 2026
|
2018-04-06 17:01:45, 1558 ნახვა
საზოგადოება
სამების ტაძარში გარდამოხსნის რიტუალი შესრულდა
სამების საკათედრო ტაძარში მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნის და დატირების რიტუალი შესრულდა. გარდამოხნის წესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, თანამოსაყდრესთან, მეუფე შიოსთან, მღვდელმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად შეასრულა. ტაძრის შუაგულში დაბრძანებულია სადგამი, რომელიც საფლავს განასახიერებს. მის გარშემო ლანგრებზე წითელი კვერცხები და პასკებია დალაგებული. გარდამოხსნის რიტუალის შემდეგ დატირების საგალობელი შესრულდა. ცნობისთვის, წითელი პარასკევი აღდგომის მარხვაში ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს მაცხოვარი ჯვარს აცვეს. წითელ პარასკევს მორწმუნეები, სააღდგომო კვერცხებს წითლად ღებავენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)