|
2018-04-06 14:23:21, 1530 ნახვა
საზოგადოება
კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია
კიევის ქუჩაზე ხანძრის შედეგად დაშავებული პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. როგორც ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკის ექიმმა გიორგი დავლიანიძემ აღნიშნა, პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. "დამწვრობა მიიღო ცეცხლის ალით, ბინაში სადაც ცხოვრობდა. დამწვარი აქვს სხეულის 5%, 2-3 ხარისხის დამწვრობები აღენიშნება. სავარაუდოდ შესაძლოა ჰქონდეს სასუნთქი გზების დაზიანება. პაციენტი მოთავსდა რეანიმაციაში, სადაც უტარდება მკურნალობა", - განაცხადა ექიმმა. ცნობისთვის, დღეს კიევის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 71 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, რომელიც იორდანიის მოქალაქეა. ასევე, დაშავებულია უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე. ორ მათგანს სამედიცინო დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს. ხოლო ერთი პირი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)