|
2018-04-05 21:04:52, 1434 ნახვა
საზოგადოება
„აქ მუშაობის გაგრძელება შეუძლებელია“ - პროფკავშირები მინდელის შახტაში მომხდარის გამოძიებაში ჩაერთვებიან
პროფკავშირების წარმომადგენლები მინდელის შახტაში მომხდარის გამოძიების და ექსპერტიზის პროცესში ჩაერთვებიან, - ამის შესახებ პროფკავშირების თავჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, "საქნახშირის" ადმინისტრაცია ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შახტები სიცოცხლისთვის საშიშია. "გარდა ამისა, მინდა სახელმწიფოს მივმართო მოიწვიონ საერთაშორისო ექსპერტი, რომელიც დაადგენს ნეიტრალურ, დამოუკიდებელ დასკვნას იმისა, თუ რა ხდება ტყიბულში. ტყიბულის შახტები არის რეაბილიტაციაზე დასაყენებელი და ამისთვის საჭიროა სახელმწიფოს დახმარება, მარტო ბიზნესი ამას ვერ გაწვდება, საჭიროა სახელმწიფომ გამოყოს თანხა და შემუშავდეს რეაბილიტაციის გეგმა. აქ მუშაობის გაგრძელება უბრალოდ შეუძლებელია, ეს შახტები არის სიცოცხლისთვის საშიში. ამას თავად კომპანიაც ადასტურებს",- განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)