14:39 - 04 Oct, 2026
|
2018-04-05 19:46:20, 1635 ნახვა
საზოგადოება
ბათუმის პორტის დირექტორი გადადგა
შპს „ბათუმის საზღვაო ნავსადგურის“ დირექტორი დანიარ მუხამედ რახინი თანამდებობიდან გადადგა. შესაბამისი გადაწყვეტილება პორტის დირექტორმა თანამშრომლების ოთხდღიანი შიმშილობის შემდეგ მიიღო. მუხამედ რახინის გადაწყვეტილებას თანამსრომლები ტაშით შეხვდნენ. მთელი დღის განმავლობაში პორტის თანამშრომლებსა და მმართველი კომპანია "ყაზტრანს ოილის“ წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. პორტის თანამშრომლების მოთხოვნით, მათ შორის მედიატორის ფუნქციას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, ზაალ მიქელაძე ასრულებდა. ბათუმის პორტის დირექტორის თანამდებობის დატოვების შემდეგ თანამშრომლებმა შიმშილობა შეწყვიტეს. ცნობისთვის, თანამშრომლები ნავსადგურში დაგეგმილ რეორგანიზაციას აპროტესტებდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)