|
2018-04-05 19:45:05, 1574 ნახვა
საზოგადოება
მყინვარწვერ „ყაზბეგზე“ ტურისტი გარდაიცვალა
მყინვარწვერ "ყაზბეგზე" ტურისტი გარდაიცვალა, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. როგორც საგანგებოს პრესსამსახურში აცხადებენ, მყინვარწვერზე სულ 3 ტურისტი იმყოფებოდა. მათივე ინფორმაციით, უბედური შემთხვევის შედეგად კიდევ ორი ტურისტი დაშავდა. "12:12 საათზე, „112“-ში შემოვიდა შეტყობინება მყინვარწვერზე უცხო ქვეყნის მოქალაქის, სავარაუდოდ, მთამსვლელის დაშავების შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტს აღნიშნული შეტყობინება 12:16 საათზე გადაეცა. როგორც ამ დროისთვის სამართალდამცველებისთვის არის ცნობილი, უცხო ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქეს, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და სხეულის დაზიანება მიიღო. საქაერონავიგაციის ვერტმფრენი, სასაზღვრო პოლიციის მფრინავთან ერთად, ჩაერთო სამაშველო ღონისძიებაში და მყინვარწვერისკენ გაფრინდა", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. რაც შეეხება გარდაცვლილ ტურისტს, მას სამაშველო სამსახური შემთხვევის ადგილიდან ამინდის და ხილვადობის გაუმჯობესების შემდეგ გადმოასვენებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)