|
2018-04-05 19:11:53, 1370 ნახვა
საზოგადოება
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი საქართველოს მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროგრესზე საუბრობს
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2017 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტში იმ დადებით ტენდენციებზეა საუბარი, რაც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების კუთხით ქვეყანაში არსებობს. „ანგარიშში დადებითადაა შეფასებული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებისა და განჩინებების აღსრულების საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის შექმნა, რომელიც საქართველოში 2016 წლიდან დაინერგა. მინისტრთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ საქართველოში გაუმჯობესდა გამოძიების დამოუკიდებლობისა და ეფექტურობის საკითხები ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა: პოლიციის მიერ ძალის გადამეტება, არასათანადო მოპყრობა (მათ შორის, წინასწარი დაკავების იზოლატორებში); ამასთან, უზრუნველყო დაზარალებულთა ჩართულობა სამართლებრივ პროცესში. ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ანგარიშში აღნიშნავს იმ ძირითად მიღწევებს, რაც ეხება საქართველოს მიმართ საბოლოო რეზოლუციებით დახურულ საქმეებს. კერძოდ, სასამართლოს მანდატურის მიერ პირის დაკავებისას განჭვრეტადი მექანიზმის დანერგვას; საქმის საჯარო განხილვა უკეთ არის გარანტირებული და მხარეთა თანასწორობის პრინციპი დაცულია. ანგარიშის მიხედვით, კანონმდებლობით უზრუნველყოფილია უკანონო პატიმრობის გასაჩივრებისა და კომპენსაციის მიღების უფლება. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ საქართველოს მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები საბჭოთა ეპოქის რეპრესიების მსხვერპლთათვის კომპენსაციას ითვალისწინებს. მინისტრთა კომიტეტი დადებითად აფასებს, აგრეთვე, საარჩევნო უფლებების რეალიზაციის კუთხით ქვეყანაში მოქმედ მექანიზმებს. დოკუმენტის თანახმად, 2017 წელს მინისტრთა კომიტეტმა საქართველოს მიმართ აღსრულების ზედამხედველობა 13 საქმეზე დახურა, რაც შარშანდელ მონაცემზე ორჯერ მეტია“,-ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)