|
2018-04-05 15:14:30, 1485 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როცა უფალმა ხორცსა და სისხლს აზიარა თავისი მოწაფეები
სამების საკათედრო ტაძარში, დიდი ხუთშაბათის დღესთან დაკავშირებით წირვა და ფეხთბანვის წესი შესრულდა. საღმრთო ლიტურგიის დასრულების შემდეგ პატრიარქმა მრევლს ქადაგებით მიმართა და დღევანდელი დღე მიულოცა. "დიდი ხუთშაბათი არის ის კურთხეული დღე, როდესაც უფალმა აზიარა “ხორცსა და სისხლსა თვისსა” თავისი მოწაფეები. ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს. ეს არის ის დღე, როდესაც უფალმა დაბანა “ფეხი მოწაფეთა თვისთა და უჩვენა სიმდაბლე თვისი”. მე მახსენდება ჩემი კურთხევა ამ დღეს, მე მაკურთხეს დიაკონად და ეს იყო რაღაც უჩვეულო სულიერი ზეიმი. მაკურთხა უწმინდესმა და უნეტარესმა მელქისედეკ მესამემ. გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, დღეს თითქმის ყველანი ვეზიარეთ “წმიდათა საიდუმლოთა ხორცისა და სისხლისა”. ღმერთმა ინებოს, რომ საკურნებლად იყოს სულისა და ხორცისა ჩვენთვის", - განაცხადა პატრიარქმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)