|
2018-04-05 13:28:53, 1379 ნახვა
საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო - შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია, მათ შესაბამისი გამოკვლევები ჩაუტარდათ
ტყიბულში, მინდელის შახტაში დაშავებული ორი პაციენტი კონტაქტურია და ისინი მკურნალობას იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში განაგრძობენ, - ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს. უწყების ინფორმაციით, დაშავებულებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე მოინახულებს. „ამ დროისთვს, იმერეთის რეგიონალურ კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობას ორი პაციენტი განაგრძობს. ორივე მათგანი კონტაქტურია. მათ უკვე ჩაუტარდათ შესაბამისი გამოკვლევები. ერთს ინტრაკრანიალური ტრავმა აღენიშნება, ხოლო მეორე მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს. ტყიბულში, მინდელის შახტაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე ეცნობა ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ელზა ჯგერენაია. ვითარების შესასწავლად შრომის ინსპექტორთა ჯგუფი საწარმოო შემთხვევიდან რამდენიმე საათში გაიგზავნა“, - ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)