|
2018-04-05 13:31:14, 1589 ნახვა
საზოგადოება
დიმიტრი ქუმსიშვილმა დაშავებული მეშახტეები მოინახულა
პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ტყიბულისა და ქუთაისის საავადმყოფოებში მინდელის შახტაში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული მეშახტეები მოინახულა. „სამწუხაროდ, დღეს გამთენიისას უდიდესი ტრაგედია მოხდა. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო ოჯახის წევრებს, რომლებმაც დაკარგეს თავიანთი შვილები, ძმები, მამები. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მაქსიმალურად მივეხმაროთ დაღუპულთა ოჯახებს ყველაფერში", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. წინასწარი ინფორმაციით, 5 აპრილს, მინდელის შახტაში, დაახლოებით 03.45 საათზე, დასავლეთის მე-10 ველში, პირველ ნახშირმომპოვებელ უბანში, სავარაუდოდ, მოხდა ე.წ. „სამთო დარტყმა" (გვირაბის გვერდითი ქანების ჩამოშლა, რომელსაც ახლავს ჰაერის დარტყმითი ტალღის გავრცელება), რის შედეგად ექვსი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო საქართველოს სსკ-ს 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)