05:46 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-04-05 13:12:25, 1458 ნახვა

საზოგადოება
დედაქალაქის მერი კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

თბილისის მერი კახა კალაძე სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. 

ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური კახეთის გზატკეცილზე მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაციას ახორციელებს. ამ ეტაპზე, საექსკავაციო სამუშაოები და სანიაღვრე ქსელის მოწყობა მიმდინარეობს. 

„სამგორის რაიონში, კახეთის გზატკეცილის ორეტაპიანი, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პირველი ეტაპი სათადარიგო გზის მოწესრიგებაა. მეორე ეტაპი კი, უკვე ცენტრალური მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება. ამასთან, უკვე გამოცხადებული გვაქვს ტენდერი გზაგამყოფის მოწესრიგებაზე, რომლის შედეგადაც, განათების ბოძები შეიცვლება და ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის განათებები დამონტაჟდება. ეს სტრატეგიული მნიშვნელობის გზაა და გარდა იმისა, რომ აეროპორტის მიმართულებით მიდის, ასევე, აღმოსავლეთ საქართველოს, კახეთის რეგიონს აკავშირებს.  ექვსი თვის განმავლობაში, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდება“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

პროექტით 7.3 კმ სიგრძის მონაკვეთის (ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩიდან აეროპორტის ხიდებამდე) სრული რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, რაც ახალი ბორდიურის, ტროტუარის, სანიაღვრე ქსელისა და ორზოლიანი საავტომობილო სავალი ნაწილის მოწყობას გულისხმობს.   

ამასთან, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აღნიშნულ ლოკაციაზე, ოთხ მილიონ ლარამდე ინვესტიციას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც, წყლისა და წყალარინების ქსელების შეცვლა მოხდება. 

სარეაბილიტაციო სამუშაოები ექვს თვეში დასრულდება, რომლისთვისაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან რვა მილიონი ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ჯეუ გრუპი“ აწარმოებს.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics