14:39 - 04 Oct, 2026
|
2018-04-05 10:43:33, 1244 ნახვა
საზოგადოება
მინდელის შახტიდან ცხედრების ამოყვანის სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველების მიერ, მინდელის შახტის სამთო მაშველებთან ერთად, შემთხვევის ადგილიდან ცხედრების ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს. ადგილზე იმყოფებიან იმერეთის სამხარეო სამაშველო ჯგუფები, ასევე, თბილისის სამაშველო ბაზიდან ტყიბულში გაემგზავრა სამთო მაშველების 14-კაციანი ჯგუფი. მინდელის შახტში, წინასწარი ინფორმაციით, ე.წ. "სამთო დარტყმა" მოხდა. ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, შემთხვევას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა სამი მეშახტე. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)