|
2018-04-04 15:48:34, 541 ნახვა
რეგიონი
მაღალმთიან რეგიონებში კოოპერატივების მხარდაჭერა გრძელდება
მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების“ სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები შევიდა. 2018 წელს კიდევ უფრო მეტი კოოპერატივი შეძლებს ჩაერთოს სახელმწიფო პროგრამაში და მიიღოს სარგებელი. პროგრამაში ცვლილებებით მაღალმთიან რეგიონში მოქმედი დამატებით 10 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი შეძლებს პროგრამაში ჩართვას. გასულ წელს 21 მაღალმთიანი მუნიციპალიტეტიდან პროგრამაში 29 სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი ჩაერთო, რომელშიც მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები 851 პირია გაერთიანებული. მათ 25 წლიანი იჯარით გადაეცემათ სათიბ-საძოვრები და საქონლის საკვებწარმოებისათვის თანადაფინანსებით ტრაქტორები გუთნით, როტაციული და სეგმენტური სათიბელათი, ფოცხით, მოთიბული მასის დამწნეხით და მისაბმელით ტვირთის ტრანსპორტირებისათვის. სახელმწიფო პროგრამაში ცვლილებები ასევე ითვალისწინებს დმანისის, წალკის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებში რძის მიმღებ -გადამამუშავებელი საწარმოების აშენებას და აღჭურვას. (თითოეული საწარმო დღიურად 10 ტონა რძის გადამუშავებას შეძლებს ) რაც შეეხება პროგრამით უკვე გათვალისწინებული რძის საწარმოს მშენებლობას, დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს საწარმოს მშენებლობისათვის მოსამზადებელი სამუშაოები. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში აშენებული ოთხივე საწარმო პირდაპირი მიყიდვის წესით, შეღავათიან ფასად გადაეცემა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს, რომლებიც დააკმაყოფილებენ პროგრამით დადგენილ მოთხოვნებს. საწარმოების გამოსყიდვა პროგრამით დადგენილი წესით 8 წლის განმავლობაში მოხდება. „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალური გამოყენება“ კიდევ ერთი სახელმწიფო პროგრამაა, რომელიც სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათთვის კეთილდღეობის შექმნას შეუწყობს ხელს.
(NS)
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)