|
2018-04-04 13:53:28, 1377 ნახვა
საზოგადოება
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან პირებს მისაღები გამოცდების რუსულ ენაზე ჩაბარების შესაძლებლობა ექნებათ
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან პირებს, რომლებსაც ქართულ ენაში კომპეტენციის გამო უჭირთ მისაღებ გამოცდაზე გასვლა, შესაძლებლობა ექნებათ, საგნები რუსულ ენაზე, ხოლო მშობლიური ენა აფხაზურ და ოსურ ენაზე ჩააბარონ. აღნიშნულს ახალი სამშვიდობო ინიციატივა “ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ გულისხმობს. საკანონმდებლო ინიციატივით გათვალსიწინებული სიახლეები მედიას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორიბის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა გააცნო. „რამდენიმე გზა არსებობს იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში, ან პროფესიულ სასწავლებლებში მოხვდნენ პირები აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან. იცით, რომ დღესაც ძალიან ბევრი აბიტურიენტი აბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს და სახელმწიფოს აქვს სპეციალური კვოტა და ამ კვოტის ფარგლებში გათვალისწინებულია სახელმწიფო გრანტი, რაც აუცილებლად დარჩება და გაგრძელდება მომავალშიც. იმ აბიტურიენტებს, რომლებსაც ქართულ ენაში კომპეტენციის გამო უჭირთ მისაღებ გამოცდაზე გასვლა, შესაძლებლობა ექნებათ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე საგნები ჩააბარონ რუსულ ენაზე, ხოლო მშობლიური ენა ჩააბარონ აფხაზურ და ოსურ ენაზე. ესეც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი შეღავათია“,-განაცხადა ქეთევან ციხეკლაშვიმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)