|
2018-04-04 13:20:32, 632 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალს ივონა კრავჩიკს შეხვდა
ჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ პოლონეთის რესპუბლიკის ქვემო სილეზიის სავოევოდოს დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ვიცე-მარშალი ივონა კრავჩიკი ხელმძღვანელობდა. შეხვედრას აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ინგა შამილიშვილი და აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მერაბ კარანაძე ესწრებოდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობა განიხილეს. აღინიშნა, რომ აჭარა-ქვემო სილეზიას შორის წლების მანძილზე ჩამოყალიბდა და ნაყოფიერად ვითარდება მრავალმხრივი თანამშრომლობა. ზურაბ პატარაძემ ყურადღება გაამახვილა რეგიონებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური და ტურიზმის კუთხით ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. მისი თქმით, სულ უფრო ინტენსიური და შედეგზე ორიენტირებული ხდება რეგიონულ დონეზე თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს ტურიზმის, ეკონომიკის, კულტურულ-ჰუმანიტარულ და ჯანდაცვის სფეროებს. „დღევანდელი ვიზიტიც არის კარგი მაგალითი რეგიონთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების. დღეს აჭარაში სტუმრად იმყოფებიან პოლონელი ბიზნესმენები. დაგეგმილია ეკონომიკური ფორუმი, სადაც ადგილობრივ ბიზნესმენებს შესაძლებლობა მიეცემათ პირდაპირი კონტაქტი დაამყარონ პოლონელ ბიზნესმენებთან, დაგეგმონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები, რაც ხელს შეუწყობს რეგიონის ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას", - აცხადებს ზურაბ პატარაძე. თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლასა და ორი რეგიონის კიდევ უფრო დაახლოების თემას გაუსვა ხაზი ვიცე-მარშალმა ივონა კრავჩიკმა. მისი თქმით, ურთიერთობები, რომლებიც ტურიზმის სფეროში დაიწყო, ყოველწლიურად ღრმავდება კულტურისა და ჯანდაცვის მიმართულებით. წელს უკვე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა რეგიონების ბიზნეს-სექტორის დაახლოების საქმეში, რაც მომავალში წარმატებული თანამშრომლობის საფუძველს იძლევა. ზურაბ პატარაძე სტუმრებს რეგიონში მიმდინარე ტურისტულ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა. ხაზი გაუსვა ბათუმში ახალი სპორტული კომპლექსებისა და სტადიონის მშენებლობის, ასევე საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების, მათ შორის, 2018 წლის ჭადრაკის მსოფლიო ჩემპიონატის აჭარაში ჩატარების თემას. აღსანიშნავია, რომ აჭარა-ქვემო სილეზიის თანამშრომლობის ფარგლებში არაერთი ღონისძიება განხორციელდა: დამეგობრდნენ ქალაქები და კურორტები, ამოქმედდა გაცვლითი საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, ჩამოყალიბდა მჭიდრო ურთიერთობები ჯანდაცვის მიმართულებით, გადამზადდნენ ადგილობრივი ექიმები და მედდები, ასევე მუზეუმების, ბათუმის უნივერსიტეტისა და მუნიციპალიტეტების კულტურული სფეროს წარმომადგენლები. რეგიონები მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებსა და ბიზნეს ფორუმებში.
(NS)
უკრაინის ფრონტზე გენერალი ანტონ გრუნისი მოკლეს, ის 2008-ში საქართველოს წინააღმდეგაც იბრძოდა
როგორ აქცევს საქართველოს ბანკისა და კომაროვის სკოლის ერთობლივი პროექტი- STEM სკოლა სასკოლო ფორმულებს რეალურ პროექტებად?
თიბისის მხარდაჭერით თბილისში საერთაშორისო AI კონფერენცია - CROSSROAD AI გაიმართება
სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)