|
2018-04-04 13:05:49, 1326 ნახვა
საზოგადოება
აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის
აგროდაზღვევის პროექტში ცვლილებები შედის, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის ხელშეწყობის, მეწარმეთა, ფერმერთა, რისკების შემცირების მიზნით, სახელმწიფო, უკვე მე-5 წელია, ახორციელებს აგროდაზღვევის პროექტს, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან მოსავლის დაზღვევას სეტყვისგან, წყალდიდობისგან, ქარიშხლისგან და საშემოდგომო ყინვისგან ყველა კულტურაზე - 70%-ით, ხოლო ვაზზე - 50%-ით. კვირიკაშვილის თქმით, აგროდაზღვევის პროექტით 2014-2017 წლებში დაზღვეული ფართობი 60 ათასამდე ჰექტარს შეადგენს და ჯამში დაზღვეულია 500 მილიონამდე ლარის მოსავალი. „წელს ბიუჯეტიდან პროექტის დასაფინანსებლად 9 მილიონი ლარია გათვალისწინებული. წლიდან წლამდე პროექტი საერთაშორისო სტანდარტის გათვალისწინებით იხვეწება. მნიშვნელოვანი ზრდაა პროგრამაში ფერმერთა ჩართულობის მხრივ. ახალი ინიციატივა გულისხმობს სავარგულების აუცილებელი წესით დარეგისტრირებას. წინა წლებისგან განსხვავებით, პროგრამით ისარგებლებს ფერმერი, რომელსაც მიწის ნაკვეთი დარეგისტრირებული აქვს. პარალელურად, მარტივდება რეგისტრაციის პროცესი, რომლითაც მეწარმეს და მცირე ფერმერს სურს, ისარგებლოს. ძალიან მნიშვნელოვანია მიწის რეგისტრაცია, სავარგულების ეკონომიკურ აქტივობაში ჩართვის კუთხით და ამიტომ ეს ახალი ინიციატივა წარმოადგინა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ“, - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)