|
2018-04-04 12:45:32, 1515 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს რკინიგზა“ - 12 აპრილს, ახალი ლიანდაგის გადართვითი სამუშაოების გამო, რამდენიმე რეისი გაუქმდება
„საქართველოს რკინიგზის“ მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, სალიანდაგო დეპარტამენტი ხარაგაულის სარკინიგზო გადასარბენზე ახალი ლიანდაგის გადართვით სამუშაოებს ჩაატარებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 12 აპრილს, თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი და ხაშური-ზესტაფონის საგარეუბნო მატარებლები მსვლელობიდან მოიხსნება. „ხარაგაული-ძირულას ორკილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთზე ხისას, რკინა-ბეტონის შპალები ჩაანაცვლებს. 2018 წლის 12 აპრილს, სამუშაოების ჩატარების მიზნით გამოყოფილი 8 საათიანი „ფანჯრის“ გამო, მსვლელობიდან მოიხსნება თბილისი-ქუთაისი-ოზურგეთის ჩქარი, ორჯგუფიანი მატარებელი #12/11(18/17) ორივე მიმართულებით. ასევე ორივე მიმართულებით მსვლელობიდან მოიხსნება ხაშური-ზესტაფონის (#6446/6445 და 6448/6447) საგარეუბნო მატარებლები“, - ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაში.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)