|
2018-04-04 12:34:01, 1516 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტმა 64 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ხელი მოაწერა განკარგულებას „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ", რომლის თანახმადაც სულ 64 პირია შეწყალებული. ამის შესახებ ავლაბრის რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძემ განაცხადა. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა 64 მსჯავრდებული, აქედან 3 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია. შეწყალების კომისიამ, რომელიც 28-29 მარტს მუშაობდა, სულ 335 პირის საქმე განიხილა და პრეზიდენტს საკუთარი რეკომენდაციები მიაწოდა. შეწყალებულთაგან 41 მსჯავრდებული, მათ შორის 1 ქალბატონი, დღესვე დატოვებს საპატიმრო დაწესებულებას; დანარჩენ 23 მსჯავრდებულს კი, რომელთაგან 2 ქალბატონი და 2 არასრულწლოვანია, შეწყალების აქტით სხვადასხვა ფორმით შეუმცირდება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით შეფარდებული სასჯელი", - განაცხადა ქორიძემ. პრეზიდენტის განკარგულება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს უკვე გადაეგზავნა საქართველოს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)