|
2018-04-04 12:07:32, 1315 ნახვა
საზოგადოება
ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჩეხეთში ახალი კვლევის მეთოდები შეისწავლეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებულ ლაბორატორიის სპეციალისტებმა ჩეხეთში ახალი კვლევის მეთოდები შეისწავლეს. პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით მცენარეთა მავნე ორგანიზმების დიაგნოსტიკის თანამშრომლებმა ინტენსიური სწავლების კურსი გაიარეს. სწავლება ჩეხეთის რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის და ტესტირების ცენტრალურ ინსტიტუტში (ÚKZÚZ) ჩატარდა. ჩეხმა კოლეგებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაქვემდებარებული ლაბორატორიის სპეციალისტებს გაუზიარეს თავიანთი გამოცდილება ლაბორატორიაში ნიმუშის მოძრაობასთან, ბიოუსაფრთხოებასთან, ხარისხთან და დიაგნოსტიკური მეთოდების ვალიდაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, მხარეებმა განიხილეს ÚKZÚZ-თან თანამშრომლობით პროფესიული ტესტირებების ჩატარების შესაძლებლობა და ტესტირების ჩატარების ვადები. ჩეხეთში მიღებული გამოცდილებით, შესაძლებელი იქნება გაუმჯობესებული სერვისის შეთავაზება მომხმარებლებისთვის.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)