|
2018-04-03 16:04:34, 1407 ნახვა
საზოგადოება
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებმა სერტიფიცირებული სატრენინგო კურსი დაასრულეს
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მულტიდისციპლინურ გუნდებს, რამდენიმეთვიანი გადამზადების კურსის გავლის შემდეგ, შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადაეცათ. სატრენინგო კურსი თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტის ფარგლებში ჩატარდა და გადამზადება სპეციალურმა პედაგოგებმა, ფსიქოლოგებმა და ლოგოპედებმა გაიარეს. სატრენინგო კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ გადასცა. პროექტის ტრენერებმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორებმა, თინათინ ჭინჭარაულმა და ნინო ცინცაძემ პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და მისი შედეგები შეაჯამეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა აუტიზმის თემაზე, ამ მიმართულებით არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და იმ გამოწვევებზე, რომელიც დღეს არსებობს საზოგადოებაში.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)