|
2018-04-03 14:02:30, 1441 ნახვა
საზოგადოება
საერთაშორისო დაცვის მქონე ქალები კათარზისში მცხოვრებ მოხუცებს გაუმასპინძლდნენ
ერაყელმა, სირიელმა, ეგვიპტელმა და უკრაინელმა ქალებმა, რომლებსაც საქართველომ თავშესაფარი მიანიჭა, ნაციონალურ კერძები მოამზადეს და კათარზისში მცხოვრებ მოხუცებს გაუმასპინძლდნენ. საქველმოქმედო ღონისძიებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის წარმომადგენელი საქართველოში იოჰანეს ფან დერ კლაუ დაესწრნენ. ამ აქციით, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე ქალებმა გამოხატეს მადლიერება იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც ისინი თბილად მიიღო და შეიფარა. საერთაშორისო დაცვის მქონე ქალები საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ჩართულები არიან ინტეგრაციის ცენტრის პროგრამებში, შეისწავლიან ქართულ ენას, საქართველოს ისტორიას, ეცნობიან კულტურასა და ტრადიციებს. როგორც თავად ამბობენ, სურთ გამოხატონ პატივისცემა საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ და სწამთ, რომ მათაც შეუძლიათ საზოგადოებას გარკვეული სარგებელი მოუტანონ, რასაც მსგავსი აქციები მოწმობს. ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ქალები, თავშესაფრის მაცხოვრებლების გარდა, იმ ადამიანებსაც გაუმასპინძლდნენ, რომლებიც კათარზისში სადილობენ. კათარზისში მუდმივად 15 ადამიანი ცხოვრობს, 310 კი ყოველდღიურად სადილობს.
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)