|
2018-04-01 17:01:16, 1745 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს მზიურის პარკში ჯიხური გადასცა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 15 წლის გიგი ანთაძეს მზიურის პარკში ჯიხური გადასცა, რომელშიც ის თავისი საქმიანობის გაგრძელებას შეძლებს. „გიგის მოვუწყვეთ პატარა სახლი მზიურში, რომ მან შეძლოს თავისი საქმიანობის წარმართვა და უახლოეს დღეებში ის შეუდგება საქმეს. მნიშვნელოვანია, რომ თვითონ გახარებული და კმაყოფილია და მინდა წარმატებები ვუსურვო ყველა წამოწყებაში“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა. ცერებრალური დამბლით დაავადებული მოზარდის საქმიანობით დედაქალაქის მერი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც გაირკვა, რომ გარე ვაჭრობის შესახებ დადგენილი რეგულაციები გიგი ანთაძეს კომერციული საქმიანობის გაგრძელების უფლებას არ აძლევდა. ვინაიდან ბიჭუნამ დამოუკიდებლად დაიწყო ბიზნესი და მას საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს, დედაქალაქის მერმა გადაწყვიტა გიგი ანთაძეს დახმარებოდა და კანონის ფარგლებში მისთვის ბიზნესის გაგრძელების შესაძლებლობები შეექმნა. დღეიდან გიგი ანთაძე შეძლებს ფრეშ-წვენები და სხვადასხვა სახის პროდუქცია მზიურის პარკის სტუმრებს შესთავაზოს.
(NS)
პაპუაშვილი – არშემდგარი დამხობიდან კარგად ჩანს, რომ 4 ოქტომბერს დამარცხდა
პენტაგონმა ამერიკელი ჯარების ევროპიდან დასავლეთ ნახევარსფეროში გადაყვანის ნებართვა გასცა
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)