|
2018-03-30 17:14:37, 1929 ნახვა
საზოგადოება
სომხეთის დელეგაცია ქართულ სააღსრულებო სისტემასა და ბიუროს ინოვაციურ სერვისებს გაეცნო
სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის დელეგაცია 2 დღიანი ოფიციალური ვიზიტით საქართველოში იმყოფებოდა და ქართულ სააღსრულებო სისტემასა და აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისებს გაეცნო. სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის უფროსი, არმენ ჰარუთინიანი კოლეგებთან ერთად დეტალურად გაეცნო აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას. მათ შორის, ქართული სააღსრულებო წარმოების ეტაპებს, ბიუროს მიდგომას მოვალეების მიმართ, მორიგების პოლიტიკასა და შედეგებს. სტუმრების ინტერესის სფეროში მოხვდა აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული აუქციონი და არასააღსრულებო სერვისები: გამარტივებული საქმისწარმოება, ფაქტების კონსტატაცია, შეფასება, გადახდისუუნარობა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და სომხეთის იუსტიციის სამინისტროს იძულებითი აღსრულების სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ორი ქვეყნის სააღსრულებო უწყებები თანამშრომლობის გაღრმავებასა და გამოცდილების ურთიერთ გაზიარებას გეგმავენ. სომხეთის დელეგაცია ვიზიტის ფარგლებში საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ სტუმრებს ის რეფორმები გააცნო, რომელსაც საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აღსრულების სფეროს სამართლებრივი და სტრუქტურული მოწესრიგებისა და აღსრულების მექანიზმის დასახვეწად ახორციელებს. კერძოდ, საუბარი შეეხო აღსრულების სისტემის რეორგანიზაციას, სააღსრულებო კანონმდებლობის სრულყოფას, კერძო აღმასრულებლების ინსტიტუტს და სხვ. ვიზიტის ფარგლებში სომხეთის დელეგაცია ეწვია იუსტიციის სახლს. სტუმრების განსაკუთრებული დაინტერესება იუსტიციის სახლის ელექტრონულმა სერვისებმა და საჯარო რეესტრის პროგრამებმა გამოიწვია, რომლითაც სააღსრულებო პროცედურები ხორციელდება. ვიზიტის დასასრულს, სომხეთის იძულებითი აღსრულების სამსახურის დელეგაციამ თბილისისა და მცხეთის ტურისტული და ღირსშესანიშნავი ადგილები დაათვალიერა. სააღსრულებო სისტემის ფარგლებში, ქართული გამოცდილების უკეთ შესწავლის მიზნით, სომეხმა კოლეგებმა საქართველოს აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები ერევანში მიიწვიეს. სომხეთის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 29-30 მარტს შედგა.
(NS)
ანი წითლიძე- რაც არ უნდა ისაუბრონ რუსმა ქოცებმა თუ სკეპტიკოსებმა, 4 ოქტომბერი იყო ბრძოლის, წინააღმდეგობის და ქართველი ხალხის ერთობის დღე
პაპუასშვილი -დღეს 4 ოქტომბერია, როდესაც საქართველოს დამხობა სცადეს და თავად დაემხნენ
ლატვიის არჩევნები: პრემიერ-მინისტრის ბლოკმა ადგილების უმეტესობა მოიპოვა, პრორუსული პარტიები ისტორიას ბარდება
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
მერცი კიევში ჩავიდა და უკრაინას ათასობით გამანადგურებელ-ჩამჭრელ დრონს დაჰპირდა
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)