|
2018-03-29 13:06:54, 1498 ნახვა
საზოგადოება
გაეროს ESCAP-ის ფორუმს საქართველო თავმჯდომარეობს
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თავმჯდომარეობით, ტაილანდის სამეფოს დედაქალაქ ბანგკოკში, აზიისა და წყნარი ოკეანეთის გაეროს ეკონომიკური და სოციალური კომისიის (ESCAP) მე-5 ფორუმი გაიხსნა, სადაც მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში რეგიონის ქვეყნების მიერ მიღწეული შედეგები განიხილეს. ლევან დავითაშვილმა ყურადღება ეროვნული პოლიტიკის შემუშავებაში მდგრადი განვითარების ინდიკატორების დანერგვაზე გაამახვილა. მინისტრმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობას და იმ გამოწვევების შესახებ ისაუბრა, რომელიც 2030 წლისთვის მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევას უკავშირდება. მინისტრმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფორუმში მონაწილე ქვეყნების მთავრობებს გარემოსდაცვითი კუთხით განხორციელებული რეფორმებისთვის და სამომავლო წარმატებული თანამშრომლობის იმედი გამოთქვა. აღნიშნულ ფორუმს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ინდოეთში, ტაილანდის სამეფოში, შრი-ლანკასა და ბანგლადეშში არჩილ ძულიაშვილი ესწრებოდნენ. ლევან დავითაშვილმა, ვიზიტის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართა ტაილანდის, სხვა მონაწილე ქვეყნებისა და გაეროს წარმომადგენლებთან. ESCAP-ის შტაბბინაში სპეციალურად მოწყობილ პარტნიორების პავილიონში, საქართველოს სტენდზე, საქართველოს საგარეო უწყებამ განხორციელებული წარმატებული პროექტების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა; გაიმართა ქართული ღვინისა და ტკბილეულის დეგუსტაცია. ბანგკოკში, სადაც გაერო-ს აზიისა და ოკეანეთის ეკონომიკური და სოციალური კომისიის შტაბბინა მდებარეობს, კომისიის ორგანიზებით, გაერო-ს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნებთან (SDG) დაკავშირებით, ყოველწლიური კონფერენცია და მაღალი დონის ფორუმი იმართება. ფორუმი ითვალისწინებს 2015-2030 წლებში გაერო-ს ახალი დღის წესრიგისა და მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისთვის რეგიონალურ კონსულტაციებს, ასევე, წევრ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური ურთიერთობების გაღრმავებას. სამდღიანი ფორუმი (28-30 მარტი), რომელშიც მონაწილეობს ESCAP-ის წევრი ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის 600-მდე წარმომადგენელი, ფოკუსირებულია მდგრადი განვითარების მიზნების საკითხების განხილვასა და მათი შესრულების გლობალური თანამშრომლობის გაღრმავების სამომავლო გეგმების დასახვაზე. მდგრადი განვითარების მეხუთე ფორუმის დევიზია „ტრანსფორმაცია მდგრადი და მოქნილი საზოგადოებისკენ“ (Transformation towards sustainable and resilient societies).
(NS)
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)