|
2018-03-28 15:08:04, 1272 ნახვა
საზოგადოება
126 წლიანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნულმა ცენტრმა ახალი ფილიალი გახსნა
თბილისში, აბულაძის ქ.N34-ში ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ახალი ფილიალი გაიხსნა. დღეიდან ფილიალი პაციენტებს სრული დატვირთვით მოემსახურება. გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ PSP ჯგუფის დამფუძნებლები, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ახალი ფილიალი აღჭურვილია ულტრათანამედროვე სამედიცინო აპარატურით და უზრუნველყოფს მაღალკვალიფიციურ ოფთალმოლოგიურ სერვისს როგორც მოზრდილთათვის, ასევე ბავშვებისთვის. „ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს თვალის დაავადებათა მკურნალობის 126 წლიანი ტრადიცია გააჩნია. პაციენტებს მუდმივად ვთავაზობთ ულტრათანამედროვე ოფთალმოლოგიურ სერვისებს: სათვალის მოხსნა ფემტოსეკონდ ლაზერით, კატარაქტის ფაკოემულსიფიკაცია, ბადურის და გლაუკომის ქირურგია და სხვა. 2018 წლის ბოლომდე თბილისის უბნესბასა და რაიონულ ცენტრებში კიდევ 4 ფილიალის გახსნას ვგეგმავთ, რომლეიბიც ასევე გამოცდილი ექიმებით იქნება დაკომპლექტებული და უახლესი ოფთალმოლოგიური ტექნიკითა და ქირურგიული აპარატურით იქნება აღჭურვილი“, - აცხადებენ „ნიუ ჰოსპიატლსში“. საუკუნოვანი გამოცდილების მქონე ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი ლიდერია ოფთალმოლოგიური პროცედურების, ქირურგიისა და დიაგნოსტიკის მიმართულებით, ის 2011 წლიდან „ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს და საუკეთესო ოფთალმოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფს პაციენტებს, მათ შორის გადაუდებელი ოფთალმოლოგიური დახმარების მომსახურებას, რომელიც 24 საათის განმავლობაშია ხელმისაწვდომი.
(R)
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)