|
2018-03-28 11:38:37, 1409 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა სოფიო ხუნწარიას სთხოვა, 15 წლის გიგი ანთაძეს მაქსიმალურად დაეხმარონ
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიას 15 წლის გიგი ანთაძის საკითხის გადაწყვეტა სთხოვა, რომელიც დედაქალაქის ქუჩებში სხვადასხვა პროდუქციას ყიდის. კახა კალაძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მოზარდის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქში გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით, შესაბამისი რეგულაციები არსებობს. „15 წლის გიგი ანთაძე, რომელიც ცერებრალური დამბლით არის დაავადებული, უკვე წლებია, რუსთაველის გამზირზე საკუთარი საცხოვრებლის სიახლოვეს, სხვადასხვა სახის ნივთებს ყიდის. ასაკის მიუხედავად, ბიჭუნა კერძო ბიზნესშია ჩართული. ბოლო პერიოდში, გიგი რუსთაველის გამზირზე, ფრეშ წვენებს ყიდის და საკუთარი შემოსავლის წყარო აქვს. იცით, რომ ჩვენ გარე ვაჭრობასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციები გვაქვს, რომელიც ქალაქისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ვერ მივცემთ იმის შესაძლებლობას, რომ გიგი ანთაძე ცალკეულად იყოს გამოყოფილი და თავისი საქმიანობა განაგრძოს“, - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მზადაა, მოზარდს მაქსიმალურად დაეხმაროს. „მინდა დავავალო სოფიო ხუნწარიას, რომ ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რათა ამ ახალგაზრდას, რომელმაც პატარა ბიზნესი და მცირე შემოსავალი თავისით შექმნა, ყველანაირი პირობა ჰქონდეს. თუ საჭირო იქნება, მეც ჩავერთვები და ფინანსურ დახმარებაზეც მზად ვართ. გიგის ამ მიმართულებით, ყველანაირი ხელშეწყობა ჰქონდეს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
(NS)
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)