|
2018-03-27 19:11:07, 1484 ნახვა
საზოგადოება
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ქალთა გაძლიერების კვირეული გაიმართება
"საქართველოს ბანკის" მხარდაჭერით ქალთა ყოველწლიური კონფერენცია - „ქალის როლი ეკონომიკის ზრდასა და რეფორმების შემუშავებაში” გაიხსნა. "საქართველოს ბანკი" განაგრძობს ქალ მეწარმეთა მხარადჭერას და მეორე წელია მხარს უჭერს აღნიშნულ კონფერენციას. ქალთა გაძლიერების რიგით მე-4 ყოველწლიური კონფერენცია წელს უკვე კვირეულის სახით ტარდება, რომელიც მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს როგორიცაა: ფინანსებთან წვდომა, ქალი და ინოვაცია, ქალის როლი ტექნიკურ პროფესიებში. კვირეულის მიზანია ქალების როლის გაძლიერება ქვეყნის მართვაში, ბიზნესსა და სამოქალაქო საზოგადოებაში. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ წარმატებული ქალბატონები როგორც კერძო და საჯარო სექტორებიდან, ისე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან. ღონისძიებაზე გამოვლინდნენ წლის ლიდერი ქალები ბიზნესში, მთავრობასა და არასამთავრობო ორგანიზაციაში. ქალთა გაძლიერების კვირეული USAID-ის პროექტის - „მმართველობა განვითარებისათვის” (G4G) საქართველოში, და „მეწარმე ქალთა საბჭო” (WBCG)-ის ორგანიზებით იმართა.
(NS)
პენტაგონის ხელმძღვანელმა ჰორმუზის სრუტის „ურყევი“ ბლოკადა გამოაცხადა და ირანს შემდგომი ქმედებებით დაემუქრა
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)