|
2018-03-27 14:18:40, 3901 ნახვა
საზოგადოება
„მსუბუქი ყოფაქცევის ქალებივით ნუ იქცევით“ - თბილისის გენგეგმის განხილვისას სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
დედაქალაქის მიწათსარგებლობის განახლებული გენერალური გეგმის პროექტის განხილვა ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობს. შეხვედრაზე თბილისის მერ კახა კალაძესა და ოპოზიციის წევრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ ეს შეხვედრა შედეგიანი არ იქნება, თუ არსებული ფორმატით გაგრძელდება. ხოშტარიას თქმით, დამსწრე საზოგადოება არ უნდა ისმენდეს თბილისის მერიისა და კომპანია „სითი ინსტიტუტის“ ურთიერთბრალდებებს. „ერთი საათია მიმდინარეობს შეხვედრა, უფრო მეტი და ჩვენ ვისმენთ მხოლოდ ჩვენ ურთიერთბრალდებებს. რეალური შედეგის მომტანი ეს არ იქნება თუ გაგრძელდება ამ ფორმატში. შეხვედრის დროს მხოლოდ ერთმანეთს აბრალდებთ, ვინ დაესწრო გენგეგმის განხილვის შესახებ შეხვედრას და ვინ არა. ასე არ უნდა ხდებოდეს“, - განაცხადა ხოშტარიამ. საპასუხოდ კალაძემ აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ოპოზიციის წევრებმა პოპულისტური განცხადებები არ უნდა გააკეთონ. „მე არ მოგცემთ შესაძლებლობას, რომ ამ შეხვედრაზე გააკეთოთ პოპულისტური განცხადებები და შეცდომაში შეიყვანოთ საზოგადოება. სირცხვილია ასეთი საქციელი, გთხოვთ თავი შეიკავოთ“, - მიმართა კალაძემ ხოშტარიას. დებატებში ახალი საქართველოს“ წევრი გიორგი ვაშაძეც ჩაერთო. მან თბილისის მერი შეხვედრის არსებული ფორმატის გამო გააკრიტიკა. „ერთი საათია, ვზივართ და ვისმენთ თქვენს უაზრო გამოსვლებს. ახლა უნდა მოგვცეთ საშუალება, რომ ჩვენც ვილაპარაკოთ“, - განაცხადა ვაშაძემ. საკრებულოს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ვატო შაქარიშვილმა, შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოთქვა და ოპოზიციის წევრებს მიმართა: „მსუბუქი ყოფაქცევის ქალებივით ნუ იქცევით“. ამ სიტყვებმა გიორგი ვაშაძის გაღიზიანება გამოიწვია და მმართველი გუნდის წევრს მოუწოდა, ქუჩური ქცევებისგან თავი შეიკავონ. აღნიშნული შემდეგ, „ევროპული საქართველო“ წევრმა ელენე ხოშტარიამ პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)