|
2018-03-26 10:54:07, 1677 ნახვა
საზოგადოება
„ლიბერთი ბანკის“ ხელშეწყობით, მათემატიკის ოლიმპიადა „გახდი ოლიმპიელი 2018“ იწყება
საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირი მესამე წელია ატარებს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე- 6 კლასელებისთვის მათემატიკის ოლიმპიადას. გასულ წლებში ოლიმპიადა „გახდი ოლიმპიელი“ მხოლოდ თბილისის მასშტაბით ტარდებოდა და 200 სკოლის 1700 მოსწავლე მონაწილეობდა. წელს, ,,გახდი ოლიმპიელი - 2018" ორ ქალაქში ტარდება. თბილისში, აღმოსავლეთ საქართველოს, ხოლო ბათუმში დასავლეთ საქართველოს რეგიონის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. „წელს ოლიმპიადის მასშტაბი გაიზარდა და თბილისის გარდა ბათუმშიც ტარდება „გახდი ოლიმპიელი 2018". გვინდა მადლობა გადავუხადოთ ჩვენს სპონსორებს, მათი თანადგომის გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ლიბერთი ბანკი უკვე მეორე წელია მხარში გვიდგას და გვეხმარება ჩვენი მიზნების განხორციელებაში", - განაცხადა საქართველოს ოლიმპიელ მათემატიკოსთა კავშირის დირექტორმა, ემზარ ოთხოზორიამ. ,,ლიბერთი ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს მათემატიკის ოლიმპიადის მხარდაჭერას. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელვანია, მომავალი თაობის განათლების ხელშეწყობა", – განაცხადა „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.
(R)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)