|
2018-03-25 14:52:13, 1699 ნახვა
საზოგადოება
კვირიკაშვილი: სახელმწიფომ კახეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენაზე უნდა იფიქროს
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კახეთის მიმართულებით რკინიგზის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს: „რკინიგზა უდიდესი სიმდიდრეა. მოგეხსენებათ, ახალი რკინიგზის გაყვანა ჯდება უზარმაზარი თანხები. კახეთის მიმართულებით გვაქვს რკინიგზა, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე განადგურებული და სახელმწიფომ უნდა იფიქროს იმაზე, რომ ეს რკინიზგა აღდგეს. ტურიზმი რკინიგზის გარეშე წარმოუდგენელია“,-განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა კახეთში სასტუმრო „ახაშენი ღვინის კურორტის“ გახსნაზე. გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, გასული წლის განმავლობაში 28%-ით გაიზარდა ტურისტების რიცხვი საქართველოში და არსებობს იმის პოტენციალი, რომ აღნიშული ციფრი გასამმაგდეს: ნამდვილად გვაქვს იმის პოტენციალი, რომ 2025 წლამდე გავასამმაგოთ ტურისტების რაოდენობა საქართველოში, მხედველობაში მყავს ის ტურისტები, რომლებიც ტურიზმის მიზნით ჩამოდიან.ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა სრულიად სხვა ცხოვრების დონე მივიღოთ საქართველოში“,-განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)