|
2018-03-25 14:19:40, 1567 ნახვა
საზოგადოება
ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა
ზემო ფონიჭალაში ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკი მოეწყობა. პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს თბილისის მერმა კახა კალაძემ დაათვალიერა. თბილისის მერის თქმით, გამოცხადდება ასევე კონკურსი ოკუპაციის მსხვერპლთა მემორიალის ესკიზის შექმნაზე. “მაქვს წინადადება, მშვიდობიანობის დროს ოკუპაციის მსხვერპლთა საპატივცემულოდ ეს პარკი იყოს მათი სახელობის. უნდა გამოვაცხადოთ კონკურსი სახელწოდებასთან და მემორიალთან დაკავშირებითაც. ძალიან ბევრი გმირი გვყავს ჩვენ, ვინც ოკუპაციას შეეწირა ომში, მაგრამ ძალიან დიდი უბედურება და კატასტროფაა ის, რომ მშვიდობიანობის დროს ოკუპაციას ეწირებიან ადამიანები. ჩვენ გუშინ დავკრძალეთ ჩვენი გმირი, არჩილ ტატუნაშვილი, შესაბამისად ამ ადამიანებს სჭირდება დაფასება. ამიტომ, ვთავაზობ ყველას, ვისაც სურვილი აქვს, ამ პროექტის განხორციელებაში ჩაერთოს ჩვენთან ერთად, რომ ამ ადამიანების სახელი იყოს უკვდავყოფილი”, - განაცხადა კახა კალაძემ. ამ ეტაპზე ფონიჭალაში მდებარე პარკში გამწვანების სამუშაოები მიმდინარეობს. დაახლოებით, 8 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი რეკრეაციული სივრცე მოეწყო. პარკის მშენებლობა კრწანისის გამგეობამ გასულ წელს დაიწყო. დამონტაჟდა განათების ქსელი და სარწყავი სისტემა, მოეწყო ბილიკები და გამწვანების მასშტაბური თარგები, სადაც 15 სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის, ბუჩქოვანი მცენარეებიც დაირგო, გაკეთდა შადრევანი. ფონიჭალაში დღეს თბილისის მერთან ერთად კრწანისის რაიონის გამგებელი, მერის მოადგილეები, საკრებულოს და პარლამენტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)