02:29 - 16 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-03-25 10:53:48, 1143 ნახვა

სამხედრო
სერჟანტთა მომზადების ცენტრს აკადემიის სტატუსი მიენიჭა

25 მარტს გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრი დაარსებიდან 15 წლისთავს აღნიშნავს.

იუბილე ცენტრისთვის გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სტატუსის მინიჭებითა და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის დაწყებით აღინიშნა.

საზეიმო ცერემონიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია დაესწრნენ.

განხორციელებული საგანმანათლებლო რეფორმის შედეგად, სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების ისტორიაში პირველად, ცენტრში სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსი იწყება, რომელიც სერჟანტთა სამხედრო პროფესიული განათლების მესამე დონეს წარმოადგენს და ბატალიონისა და ბრიგადის სერჟანტებს მოამზადებს.

იწყება ინგლისური ენის შემსწავლელი ინტენსიური კურსიც. სწორედ აღნიშნულმა ტრანსფორმაციამ განაპირობა ცენტრისთვის აკადემიის სტატუსის მინიჭება, რაც დღეიდან სერჟანტს სამხედრო პროფესიულ განათლებას მისცემს და მხოლოდ წვრთნაზე აღარ იქნება ორიენტირებული.

ცერემონიალზე წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ სერჟანტთა აკადემიის მეთაურის მოვალეობის შემსრულებელს, ვიცე-პოლკოვნიკ მიხეილ გოგნაძეს აკადემიის ახალი საბრძოლო დროშა გადასცა.

ღონისძიების დასასრულს დაჯილდოების ცერემონიალიც გაიმართა.

თავდაცვის მინისტრმა გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემიის სამხედროებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმის გამო, ჯილდოდ საშტატო იარაღი გადასცა. სერჟანტები ასევე, დაჯილდოვდნენ მედლებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკლო სამსახურისთვის. 

სერჟანტთა მომზადების სკოლა 2003 წლის 25 მარტს, გერმანული მხარის დახმარებით დაარსდა, სადაც ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული პროგრამით ათეულისა და ოცეულის სერჟანტის მომზადება მიმდინარეობდა. 2013 წლის 15 ნოემბერს სერჟანტთა მომზადების სკოლას საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის სახელი მიენიჭა და სასწავლო ცენტრად ჩამოყალიბდა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
გერმანიაში, სამხედრო აეროდრომის მახლობლად, უცნობი დრონის ნამსხვრევები იპოვეს
ნატო: რუსეთმა მოკავშირეების დაშინება დანიური ვერტმფრენის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღის სროლით სცადა
ტრამპ უმცროსის მეუღლემ დაადასტურა, რომ პუტინის დაცვის უფროსის მეგობარმა აშშ-ის პრეზიდენტის შვილის ქორწილი დააფინანსა
ოცნების 14-მა ე.წ დეპუტატმა ტელეფონის სქროლისას ვერ შეამჩნიეს, როგორ დაუჭირეს მხარი გახარიას პარტიის ინიციატივას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics