|
2018-03-23 18:46:57, 1932 ნახვა
პოლიტიკა
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგიას და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმას სხდომაზე მხარი ერთხმად დაუჭირეს
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, ამავე კომიტეტის 2018-2030 წლების სტრატეგია დაამტკიცეს. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს კომიტეტის სტრატეგიული ამოცანებისა და ღონისძიებების განსაზღვრას კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების წარმატებით განსახორციელებლად; ასევე, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას და კომიტეტის წევრთა და აპარატის თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებას. დოკუმენტის თანახმად, სამოქმედო გეგმა ეფუძნება წინასწარ ჩატარებულ სიტუაციურ ანალიზს, რომლის საფუძველზეც გამოიკვეთა კომიტეტის საჭიროებები. გარდა ამისა, სტრატეგია და გეგმა ეხმაურება როგორც ევროკავშირსა და საქართველოს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრულ შესაბამის ვალდებულებებს, ასევე გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს. დოკუმენტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის ‒ „საპარლამენტო დემოკრატიის სისტემის გაძლიერება საქართველოში" ‒ მხარდაჭერით შემუშავდა. „ჩვენ უკვე გვქონდა ამ დოკუმენტის პრეზენტაცია და სიამაყით შემიძლია განვაცხადო, რომ ამ ორგანიზაციის მიერ, ხაზგასმით აღინიშნა, რომ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის პრეზენტაცია იყო გამორჩეული და საინტერესო", - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ.
(NS)
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)