|
2018-03-23 18:43:37, 1987 ნახვა
პოლიტიკა
ეუთო-ს საბჭოზე ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება დაგმეს
2018 წლის 22 მარტს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გამართული რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები, რომლის დროსაც ადგილზე 33 საარჩევნო უბანი გაიხსნა. საქართველოს დელეგაციის მიერ ხაზი გაესვა, რომ აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის კიდევ ერთ ნათელ მაგალითს და მათი ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს. საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის საპარლამენტო თუ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება იმ პირობებში, როცა 2000-იანი წლებიდან მოყოლებული მოსკოვი ახორციელებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დარჩენილი მოსახლეობის მასობრივ უკანონო და იძულებით პასპორტიზაციას, ხოლო ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი კვლავ მოკლებულია საკუთარ სახლებში დაბრუნების შესაძლებლობას. ქართულმა მხარემ ასევე დაგმო ოკუპირებულ ყირიმსა და ქალაქ სევასტოპოლში გამართული რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნები და მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაცია არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას, სათანადო შეფასება მისცეს საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებებს. ევროკავშირის 28 წევრი ქვეყნის სახელით გაკეთებულ განცხადებაში, რომელსაც ასევე მიუერთდნენ: იუგოსლავიის ყოფილი რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ალბანეთი, ლიხტენშტეინი, ისლანდია, ნორვეგია, უკრაინა და კანადა, საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში გამართული არჩევნების დაგმობასთან ერთად, კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. აშშ-ს წარმომადგენელმა ასევე დაგმო აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება. აშშ-მ კიდევ ერთხელ დაუჭირა მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ხაზი გაუსვა, რომ ეს ტერიტორიები საქართველოს შემადგენელი ნაწილია. განცხადებაში ასევე აღინიშნა, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებები ხელს უშლის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების პროცესს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ საკითხზე განცხადებები 2018 წლის 15 მარტს გამართულ ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზეც გაკეთდა. საქართველოს დელეგაციამ დაგმო რუსეთის ფედერაციის განზრახვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების თაობაზე, რის შესახებაც მკაცრი განცხადება გააკეთა ასევე კანადის წარმომადგენელმა.
The Telegraph: ლაიფციგის აეროპორტის დივერსია რუსმა მოტოციკლისტმა დაგეგმა, რომელსაც ГРУ-სთან კავშირი ჰქონდა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის ფარგლებში, კიდევ 18 მეწარმე გადამზადდა
ეკონომიკური ზრდა მოლოდინებთან თანხვედრაშია, ინფლაციის სტრუქტურა იცვლება.
არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გაუპატიურების ფაქტზე ხელისუფლების დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ჩაშალა კრემლის გეგმა, რომელიც მისი სამივე ატომური ელექტროსადგურის ქსელიდან გამოყვანას ითვალისწინებდა
სიბიგამ რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის ოთხ ვარიანტზე ისაუბრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)