|
2018-03-23 15:29:50, 1868 ნახვა
საზოგადოება
ჭრებალოს ქუჩის მცხოვრებლები რეაბილიტირებული გზით ისარგებლებენ
გლდანის რაიონში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ-ზე ასფალტის ახალი საფარი ეწყობა. საგზაო სამუშაოებს კომპანია „როუდ სოლუშენი“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაციის პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე გაეცნო. „ჭრებალოს მეორე ჩიხში, 755 კვ.მ ფართობზე გზის საფარის კაპიტალური შეკეთება მიმდინარეობს. ახალი გზა მოსახლეობას კომფორტულად გადაადგილების საშუალებას მისცემს. მიმდინარე წელს, ექვს მისამართზე გზის კაპიტალური შეკეთება უკვე განვახორციელეთ, ხოლო ოთხ მისამართზე გზის რეაბილიტაცია ამ დროისთვის მიმდინარეობს. ასევე, ლიბანის ქუჩაზე ფიტნეს ზონის მოწყობა დავასრულეთ. რაიონში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და ხელშეწყობას მაქსიმალურად ვცდილობთ“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. გლდანის რაიონის გამგებელი ავჭალაში, ლიბანის ქუჩაზე მდებარე N27 კორპუსის მიმდებარედ, ფიტნეს ზონის დასრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)