|
2018-03-23 14:42:04, 1455 ნახვა
საზოგადოება
თავშესაფრის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკის შესახებ შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) ოფისის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, თავშესაფრის სფეროში არსებული სახელმწიფო პოლიტიკისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა თავშესაფრის სისტემის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოვების კუთხით. 2017 წელს ძალაში შევიდა „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც ქმნის თავშესაფრის პროცედურის სამართლებრივ ჩარჩოს და განსაზღვრავს თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს. კანონი საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს ანიჭებს დასაქმების, განათლების მიღების, ჯანდაცვისა და სხვა ისეთ უფლებებს, რომლებიც შესაძლებელს ხდის, მათ ახალ საცხოვრებელ გარემოში დამკვიდრებასა და წარმატებულ ინტეგრაციას. გარდა ამისა, 2017 წელს დაფუძნდა ინტეგრაციის ცენტრი, სადაც ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირები შეისწავლიან ქართულ ენას, საქართველოს ისტორიასა და კულტურას, ეცნობიან სამოქალაქო განათლებასა და საკუთარ სოციალურ-ეკონომიკურ უფლებებს. საინფორმაციო შეხვედრის მიზანს, საქართველოში არსებული თავშესაფრის სისტემის, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობისა და მათი ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევების შესახებ, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრას დევნილთა და განსახლების მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილი, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიის რეგიონში იოჰანეს ფან დერ კლაუ,ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სამოქალაქო სექტორისა და მედიასაშუალებების წარმომადგენლები დაესწრნენ. არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი დამცველის“ ორგანიზებით, მსგავსი შეხვედრები თბილისის შემდეგ რეგიონებშიც გაიმართება, რადგან საზოგადოების ცნობიერების ამაღლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს ინტეგრაციის პროგრამების წარმატებულად განხორციელებაში.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)