|
2018-03-23 12:04:59, 1465 ნახვა
საზოგადოება
უფასო სწავლების პროექტი კლინიცისტებისთვის
ბრიტანულ სამედიცინო ჟურნალთან - BMJ თანამშრომლობის ფარგლებში, 2016 წლიდან საქართველოს მასშტაბით დაიწყო ელექტრონულ პლატფორმაზე დაფუძნებული დისტაციური უფასო სწავლების პროექტი კლინიცისტებისათვის. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს 4 წლიან პილოტურ ინიციატივას და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინიციატივითა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კოორდინირებითა და ხელშეწყობით მიმდინარეობს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, პროექტის შესახებ ინფორმირებულობის და BMJ-ის ელექტრონულ ჟიურნალში აჭარის რეგიონის კლინიცისტთა ჩართულობის გაზრდის მიზნით შეხვედრა გაიმართა BMJ / ლონდონის რეგიონული პროექტების ხელმძღვანელ - ელიზა რომას, საქართველოს პროექტის ხელმძღვანელ - ეკა ჩერქეზიშვილს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების წარმომადგენელ - ელენე გოძიაშვილსა და აჭარის ჯანდაცვის მინისტრ - ზაალ მიქელაძეს შორის. შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე - რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოაგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნინო ნიჟარაძე და ცენტრის სხვა წარმომადგენელები ესწრებოდნენ. მსგავსი შეხვედრის გამართვა დაგეგმილია რეგიონის მსხვილი კლინიკების ხელმძღვანელებთან. პროექტი გულისხმობს ხელმისაწვდომობას BMJ-ის ყველაზე მსხვილ საგანმანათლებლო ელექტრონულ რესურსებთან, როგორიც არის: BMJ Learning და BMJ Best Practice, რომლებიც მოიცავენ მწვავე და ქრონიკულ დაავადებებზე, მტკიცებულებებზე დაფუძნებულ სამედიცინო შემთხვევებზე ინფორმაციას და მის საფუძველზე კლინიკური გადაწყვეტილებების ინსტრუმენტებს. მომხმარებელს საშუალება აქვს ადგილზევე აწარმოოს მიღებული ინფორმაციის ჩანაწერები პირად პორტფელში, რაც ხელს შეუწყობს მის უწყვეტ პროფესიულ განვითარებას. British medical journal (BJM) არის უძველესი გამოცემაა, რომლის დაარსების სიტორია 170 წელზე მეტს ითვლის და ამჟამად წარმოადგენს მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ციტირებად ჟურნალს მედიცინაში. BMJ-ის პილოტური პროექტის ფარგლებში, დღესი მდგომარეობით პორტალზე დარეგისტრირებულია 1400-ზე მეტი ინდივიდუალური მომხმარებელი და 50-ზე მეტი კლინიკა საქარტელოს მასშტაბით. პარალელურად მიმდინარეობს ქართულენოვანი პლათფორმის დანერგვა, სადაც დევს უკვე 400-მდე თარგმნილი მოდული.
(NS)
ხმების 100 % ან 99 % „ქართულმა ოცნებამ“ შუალედურ ე.წ არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა
კობახიძე - დადასტურდა, მათ შორის ვიდეოჩანაწერებით, რომ რაზეც ეს კონკრეტული პატიმარი საუბრობდა, იყო ტყუილი
კობახიძე აღიარებს რომ სურსათის გაზრდილი ფასები ხალხს მტკივნეულად დააწვა
ამერიკა ასჯერ ძლიერია, ვიდრე რუსეთი - ზელენსკიმ ტრამპს მოუწოდა, გაიხსენოს აშშ-ის ძალა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
აშშ-უკრაინის აღდგენის ფონდმა ხელი მოაწერა პირველ სამთომოპოვებით შეთანხმებას
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





epn.ge (@expressnews.ge)